
თემურ ჯანაშიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა
23/12/2022 18:07:16 საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა.
როგორც პარტიაში განმარტავენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანაშიას ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს.
ვრცელდება ცნობები, რომ ის კლინიკაშია გადაყვანილი.
რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს – ანა წითლიძეს, პარტიაში აცხადებენ, რომ ექიმების რჩევის მიუხედავად, ის შიმშილობას განაგრძობს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა დღეს შეწყვიტა დავით კირკიტაძემ. ის კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე, 18 დეკემბერს შიმშილობა შეწყვიტა აბდულა ისმაილოვმა ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
დეპუტატებმა პარლამენტში შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს დაიწყეს.