Accentnews.ge
მეცხრე შეხვედრა წელიწადში: ლუკაშენკო კვლავ პუტინთან მიდის

მეცხრე შეხვედრა წელიწადში: ლუკაშენკო კვლავ პუტინთან მიდის

23/12/2022 17:43:04 მსოფლიო

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო კვლავ რუსეთში მიემგზავრება, – იუწყება მისი პრესსამსახური.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიწვევით, ის ეწვევა მოსკოვის მახლობლად მდებარე ვარსკვლავურ ქალაქს – გაგარინის კოსმონავტების სასწავლო ცენტრს, სადაც ამჟამად კოსმოსში გასაფრენად ბელარუსი კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს.

მოგვიანებით ლუკაშენკო მონაწილეობას მიიღებს დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურების არაფორმალურ შეხვედრაში, რომელიც 26-27 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში გაიმართება.

მედია აღნიშნავს, რომ 2022 წლის განმავლობაში ლუკაშენკო პუტინს რვაჯერ შეხვდა. ბოლო შეხვედრა 19 დეკემბერს მინსკში შედგა – ბელარუსს საგარეო საქმეთა და თავდაცვისმინისტრებთან ერთად სტუმრობდა კრემლის ლიდერი.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ამჟამინდელი მდგომარეობით, შეტევითი ძალა რუსეთს არ შეუქმნია ბელარუსის ტერიტორიაზე.

ჯერ–ჯერობით ბელარუსი არ არის პირდაპირი მონაწილე უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის, მაგრამ ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის შეჭრას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S