Accentnews.ge
რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი იუწყება, რომ "საქართველოს ბანკში" ანგარიშებს უბლოკავენ

რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი იუწყება, რომ "საქართველოს ბანკში" ანგარიშებს უბლოკავენ

23/12/2022 17:31:24 საზოგადოება

ტელეგრამ–არხ Paper Kartuli-ს ინფორმაციით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები „საქართველოს ბანკისგან“ შეტყობინებებს იღებენ ანგარიშების დაბლოკვის თაობაზე.

Paper Kartuli იუწყება, რომ რუსეთის ათობით მოქალაქეს მისწერეს „ბანკის შიდა პოლიტიკის“ მიზეზით ანგარიშის დაბლოკვის შესახებ და თანხის გასატანად 5 სამუშაო დღე მისცეს.

Paper Kartuli-ის განმარტებით, მომხმარებელთა უმრავლესობას, რომელთაც გაფრთხილება მიიღეს, აქვთ ანგარიშები მცირე ბრუნვით და არანაირი ოპერაციები კრიპტოვალუტით.

„დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეიძლება ბლოკავდნენ იმ ანგარიშებს, რომლის შემოსავლის წყაროს იდენტიფიცირება ვერ შეძლეს“, — აღნიშნავს Paper Kartuli.

როგორც „აქცენტს“ „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს, გარკვეული ანგარიშების დახურვის მიზეზი „ბანკის შიდა პოლიტიკაა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S