Accentnews.ge
"ჯო ბაიდენმა თავდაცვის რეკორდულად გაზრდილ ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს"

"ჯო ბაიდენმა თავდაცვის რეკორდულად გაზრდილ ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს"

23/12/2022 17:04:33 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წლისთვის რეკორდულ თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს,– იუწყება თეთრი სახლი.

როგორც თეთრი სახლი აღნიშნავს, 2023 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 858 მილიარდ აშშ დოლარს ითვალისწინებს და მასში უკრაინისთვის განკუთვნილი სახსრები და სამხედრო დახმარებაცაა გათვალისწინებული.

„თავდაცვის ბიუჯეტში 45 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩადეს, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაპირველად სთავაზობდა. ბიუჯეტი ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროებისთვის ანაზღაურების გაზრდას, იარაღის შესყიდვების დაფინანსებას, ტაივანის დახმარებას, რომელსაც ჩინეთი ემუქრება, და 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად”, - წერია განცხადებაში.

აშშ-ის სენატმა თავდაცვის ბიუჯეტი 16 დეკემბერს დაამტკიცა. მასში საქართველოს დახმარებაცაა გათვალისწინებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S