ბორელი: "ირანმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა"
23/12/2022 16:03:29 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ირანმა უზარმაზარი, სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთს დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ ომში.
მისი თქმით, თეირანისთვის ცნობილია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ.
„ირანი უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, ცრუ გზას ირჩევს და საკუთარ ავტორიტეტს ანადგურებს, როდესაც თავს აჩვენებს, თითქოს ამ ომში არავის მხარეს არ დგება“, - განაცხადა ბორელმა.
მან თქვა, რომ საკითხი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე დააყენა და იგი „მტკიცედ უარყოფდა, რომ ირანი რუსეთს დრონებს აწვდის და ამტკიცებდა, რომ ასეთ მიწოდებებს ადგილი მხოლოდ რუსეთის თავდასხმამდე ჰქონდა”.
ბორელმა ასევე მოუწოდა ირანის ხელისუფლებას, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიები და მათი სიკვდილით დასჯა:
„რუსეთის მხარეს გადასვლა და პროტესტების მიუღებელი დაშლა უშედეგოდ ვერ დარჩება. სწორედ ამიტომ, წინა კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო რუსეთისთვის დრონების გადაცემის საპასუხოდ, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევების გამო”.


