Accentnews.ge
პარიზის ხალხმრავალ რაიონში შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

პარიზის ხალხმრავალ რაიონში შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

23/12/2022 15:25:23 მსოფლიო

საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა პარიზის ერთ-ერთ ხალხმრავალ რაიონში, ქურთების კულტურულ ცენტრთან მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად.

სააგენტო AFP-ის ცნობით, ორი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციამ დააკავა თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 69 წლის მამაკაცი. ის დაჭრილია.

პარიზის პროკურატურის ცნობით, დღევანდელ თავდასხმამდე ის მიგრანტებზე რასისტული მოტივით ძალადობის ბრალდებით იყო გასამართლებული.

თავდასხმის მოტივი უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S