
აშშ–ში რუსეთის ელჩი: "რუსეთსა და ამერიკას შორის პირდაპირი შეტაკების რისკი ახლა ძალიან მაღალია"
23/12/2022 13:48:04 მსოფლიო
ამერიკაში რუსეთის ელჩ ანატოლი ანტონოვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკას შორის პირდაპირი შეტაკების რისკი ახლა ძალიან მაღალია.
რუსი დიპლომატის თქმით, ვაშინგტონს დრო სჭირდება იმისთვის, რომ „გაიაზროს როგორი ამაოა მისი პოლიტიკა მოსკოვის წინააღმდეგ“:
„დღეს ძალიან რთულია იმის თქმა, თუ როდის გაგრძელდება დიალოგი - დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არ გაგვიყინია ეს პროცესი, ჩვენ არ წამოგვიწყია მარიონეტული ომი შეერთებულ შტატებთან, ჩვენ არ გადაგვიტანია NATO-ს მთელი სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე, რათა რუსეთის ფედერაციასთან ეომათ“.
ანტონოვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში მეტყველებს იმაზე, რომ არც ვაშინგტონი და არც კიევი "მზად არიან მშვიდობისთვის".