Accentnews.ge
მედია: რუსეთის ზოგიერთ მოქალაქეებს "საქართველოს ბანკში" ანგარიშების დახურვის შესახებ შეატყობინეს

მედია: რუსეთის ზოგიერთ მოქალაქეებს "საქართველოს ბანკში" ანგარიშების დახურვის შესახებ შეატყობინეს

23/12/2022 13:03:41 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის ზოგიერთმა მოქალაქეებმა "საქართველოს ბანკში" ანგარიშების დახურვის შესახებ შეტყობინებები მიიღეს.

ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში მსგავსი შეტყობინებები სულ მცირე, 36 მოქალაქეს მიუვიდა.

"საქართველოს ბანკის" ერთ-ერთმა ასეთმა კლიენტმა დაუდასტურა «Эхо Кавказа»-ს, რომ SMS-შეტყობინება დღეს დილით მიიღო.

«გაცნობებთ, რომ ბანკის გადაწყვეტილებისა და შიდა პოლიტიკის საფუძველზე თქვენი ანგარიში 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაიხურება. გთხოვთ, მითითებულ ვადაში ანგარიშები გაანულოთ», – ნათქვამია შეტყობინებაში.

მოქალაქე საქართველოში ზაფხულში ჩამოვიდა, ანგარიში კი სამი თვის წინ გახსნა. იგი ამბობს, რომ რუსეთიდან გზავნილებს იღებდა, მაგრამ არ იცის, ამას უკავშირდება თუ არა ბანკის ამჟამინდელი გადაწყვეტილება.

მსგავსი შემთხვევების შესახებ წერს გამოცემა "Paper Kartuli"-ც, რომლის შეფასებით, რაიმე კანონზომიერების გამოკვეთა ჭირს: ბლოკავენ ბარათებს, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიაზე, უცხოეთში, ასევე ბიზნეს- და პირად ანგარიშებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა, ხურავდნენ იმ ანგარიშებს, რომლებზეც შემოსავლის წყაროს იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

"საქართველოს ბანკში" დამატებითი კომენტარებისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ ყველა გადაწყვეტილება ბანკის შიდა პოლიტიკის საფუძველზეა მიღებული.

უხურავენ თუ არა ანგარიშებს რუსეთის მოქალაქეებს სხვა ბანკებიც - ჯერ უცნობია.

ცნობისთვის: ოქტომბერში, ევროკავშირის რიგით მე-8 სასანქციო პაკეტის ამოქმედების შემდეგ ქართული ბანკები რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების გამო უხურავდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S