The Times: "პუტინმა ისე დაასუსტა რუსეთის ეკონომიკა, რომ აღდგენას შესაძლოა, 30 წელი დასჭირდეს"
23/12/2022 12:22:02 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისე დაასუსტა რუსეთის ეკონომიკა, რომ აღდგენას შესაძლოა, 30 წელი დასჭირდეს, – იუწყება The Times.
"კიევმა მოახერხა რუსული ტანკების ნახევარის განადგურება და მოსკოვმა სწრაფად გამოიყენა რაკეტების, საბრძოლო მასალისა და ჭურვების მარაგი. ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთს 20-დან 30 წლამდე დასჭირდეს ეკონომიკისა და სამხედრო ძალების აღსადგენად", - იტყობინება გამოცემა.
მისი ცნობით, უკრაინაში 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, კრემლმა კი ომზე უკვე წლიური ბიუჯეტის მეოთხედი დახარჯა.
"ერთ-ერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ უკრაინა ომს იგებს, რაც ჩანს იმაში, რომ რუსეთი აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, კრემლის ბირთვული რიტორიკა კი ჩაცხრა. დასავლეთი ეტაპობრივად ზრდის უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას. კერძოდ, 21 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დათანხმდა უკრაინისთვის Patriot–ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიეწოდებინა", – იუწყება The Times.


