Accentnews.ge
პარიზში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

პარიზში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

23/12/2022 12:14:38 მსოფლიო

საფრანგეთში, პარიზის ცენტრალურ უბანში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის პროკურორი ავრცელებს.

პარიზის პოლიციის ცნობით, შემთხვევა მე-10 ოლქში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელმა 7-ჯერ ისროლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ ეჭვმიტანილი 69 წლის კაცი დააკავა.

„იარაღით თავდასხმას ჰქონდა ადგილი. მადლობა უსაფრთხოების ძალებს სწრაფი რეაქციისთვის. ჩვენი ფიქრები დაღუპულებთან და იმ ადამიანებთანაა ვინც ამ დრამას შეესწრო“ -წერს სოციალურ ქსელში პარიზის მერის მოადგილე ემანუელ გრეგუარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S