Accentnews.ge
ხვალ ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

ხვალ ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

23/12/2022 11:32:48 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ხვალ ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

ქუთაისის მერიის ცნობით, საახალწლო პროგრამა 15:00 საათზე დაიწყება. ცენტრალურ მოედანზე გაიმართება საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, შეძლებთ დააგემოვნოთ გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი; აქვე იქნება საბავშვო სივრცე: პატარებს შეასწავლიან საახალწლო სათამაშოების დამზადებას, გაართობენ ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა კი საჩუქრებს დაურიგებს. მოეწყობა ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა. 16:00 საათზე ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი დაიწყება ; 18:30 საათზე ნიკო ქაჯაიას კონცერტზე გეპატიჟებით. 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე.

24 დეკემბრის საახალწლო ღონისძიებები დასრულდება ჯგუფი “New One”-ის კონცერტით და ფოიერვერკით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S