Accentnews.ge
კაპიტოლიუმის შენობაზე იერიშის გარემოებათა კვლევის კომიტეტმა საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

კაპიტოლიუმის შენობაზე იერიშის გარემოებათა კვლევის კომიტეტმა საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

23/12/2022 11:27:12 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა, რომელიც 6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე იერიშის გარემოებებს იკვლევს, საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალად ედება შეთქმულება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების თაობაზე.

კომიტეტის რეკომენდაციაა, შეიქმნას მექანიზმი, რათა ტრამპმა მომავალში პრეზიდენტობა ვერ შეძლოს.

ამასთან, კომიტეტის დასკვნის თანახმად, ტრამპმა არ შეუშალა ხელი თავის მომხრეებს, იერიში მიეტანათ კონგრესის შენობაზე.

თეთრი სახლის ყოფილმა თანამშრომელმა კესიდი ჰატჩინსონმა, კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას ტრამპის მიმართ ბრალდება გამოთქვა. მისი თქმით, გამოკითხვამდე ტრამპის გარემოცვამ მასზე ზეწოლა მოახდინა. ანგარიშის თანახმად, ჰატჩინსონმა თქვა, რომ მას დაჰპირდნენ სამსახურს და ფულად მხარდაჭერას და მოსთხოვეს, რომ თეთრ სახლში თავისი როლი დაეკნინებინა, თავი ლოიალურად წარმოედგინა და საჯაროდ გამოსვლისას, რაც შეიძლება ცოტა გაეხსენებინა. ამის მიუხედავად ჰატჩინსონმა კომიტეტის წინაშე გამოკითხვისას განაცხადა, რომ 6 იანვრის წინ ტრამპისთვის ნათელი იყო, რომ ძალადობის საფრთხე არსებობდა. მან ასევე დეტალურად ილაპარაკა თეთრ სახლში იმ დღეს მიმდინარე მოვლენებზე. ეს ბრალდებები ტრამპმა უარყო და საჯაროდ აუგად მოიხსენია ჰატჩინსონი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S