Accentnews.ge
CNN: "სააკაშვილი პუტინმა მოწამლა?"

CNN: "სააკაშვილი პუტინმა მოწამლა?"

23/12/2022 11:22:00 პოლიტიკა

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერში დეტალურად განიხილეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობა და დასვეს კითხვა, "იგი პუტინმა მოწამლა?".

ტელეწამყვანის კითხვებს სააკაშვილის უფროსი ვაჟი ედუარდი და ამერიკელი ადვოკატი მასიმო დ'ანჯელო პასუხობდნენ.

CNN-მა სააკაშვილი "პუტინის დიდი ხნის მტრად" მოიხსენია და ახსენა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის თბილისისადმი მოწოდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უცხოეთის კლინიკაში გაუშვან სამკურნალოდ.

სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა ეთერში გაიხსენა, რომ 2008 წელს "პუტინმა საქართველოს იგივე გაუკეთა, რასაც ახლა უკრაინის მიმართ სჩადის" – "ღამის საფარქვეშ შეიჭრა საქართველოში". დ'ანჯელოს განცხადებით, "სააკაშვილმა 2008-ში, ისევე, როგორც ზელენსკიმ 14 წლის შემდეგ, მოსკოვს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც პუტინის მტრად იქცა".

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ "სწორედ პუტინმა მოწამლა სააკაშვილი". მოწამლვაზე კი, მისი თქმით, მეტყველებს ამერიკული ექსპერტიზის შედეგები, კერძოდ, ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენა.

ტელეკომპანიის ეთერში გაუშვეს სააკაშვილის ადვოკატთან საუბრის აუდიოჩანაწერიც. პოლიტიკოსი უამბობს დ'ანჯელოს, რომ მას ახრჩობდნენ და ხელებში ურტყამდნენ, როცა ცდილობდნენ, საათი მოეხსნათ, ციხიდან კლინიკაში ეტაპირების დროს კი "ათრევდნენ, ფეხს ურტყამდნენ, ცემდნენ და კისერზე აბიჯებდნენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S