Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა ჰქონდეს დრო გადაჯგუფებისთვის"

სტოლტენბერგი: "რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა ჰქონდეს დრო გადაჯგუფებისთვის"

23/12/2022 10:16:27 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ კრემლის ქმედებები მიუთითებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურს, დრო ჰქონდეს გადაჯგუფებისთვის, რათა შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმები განაახლოს.

"რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა ჰქონდეს დრო გადაჯგუფებისთვის, ძალების გადაიარაღებისთვის და შეტევის განახლების მცდელობისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიწყოს ჯარების გაყვანა შობამდე, როგორც პირველი ნაბიჯი კონფლიქტის დასრულებისკენ, მაგრამ მოსკოვმა კატეგორიულად უარყო ეს წინადადება. ომი სწორედ პუტინმა დაიწყო და მას დღესაც შეუძლია დაასრულოს უკრაინიდან გასვლით. ახლა არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ შეძლოს გადარჩენა, როგორც სუვერენულმა, დემოკრატიულმა, ევროპულმა სახელმწიფომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S