ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი ჯარისკაცების რაოდენობის დაახლოებით 30%-ით გაზრდას გეგმავს
23/12/2022 09:35:17 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთი ჯარისკაცების რაოდენობის დაახლოებით 30%-ით – 1,5 მილიონამდე ადამიანით გაზრდას გეგმავს.
მისი ცნობით, როდის მიაღწევს დასახულ მიზანს მოსკოვი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ექსპერტების აზრით, არმიის გაფართოების განზრახვა არის ერთ-ერთი პირველი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია მოერგოს ახალ გრძელვადიან გამოწვევებს.
"გაურკვეველი რჩება, როგორ იპოვის რუსეთი ახალწვეულებს ასეთი გაფართოებისთვის იმ დროს, როდესაც მისი ძალები უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ არიან უკრაინაში", -აცხადებს ბრიტანული დაზვერვის სამსახური.


