Accentnews.ge
ISW – პუტინმა უკრაინაში წარუმატებელ ომზე პასუხისმგებლობის მოსახსნელად ძალისხმევა გააორმაგა

ISW – პუტინმა უკრაინაში წარუმატებელ ომზე პასუხისმგებლობის მოსახსნელად ძალისხმევა გააორმაგა

23/12/2022 08:37:17 მსოფლიო

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გააორმაგა ძალისხმევა, რათა მოიხსნას პასუხისმგებლობა უკრაინაში გაჭიანურებულ ომზე.

ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ პუტინის ბოლო განცხადებებზე, რომლის თანახმად, "რუსეთს ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება სურს", თუმცა, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ტემპს არ გაზრდის, რადგან ეს „გაუმართლებელ დანაკარგებს“ გამოიწვევს.

ISW აღნიშნავს, რომ ეს განცხადებები ნაწილია კრემლის ძალისხმევისა, რუსული აუდიტორიის წინაშე გაამართლოს პუტინის ძვირადღირებული ომი და დიდი მსხვერპლი არარეალისტური მიზნების მისაღწევად. ამერიკელი ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ რუს სამხედროებს 3 ივლისიდან, ლისიჩანსკის დაცემის შემდეგ უკრაინაში აღარ მიუღწევიათ რაიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ 22 დეკემბერს საჯაროდ, დამოუკიდებლად გამოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, რომელიც უცხოელ სამხედრო ატაშეებს შეხვდა. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, თვეების განმავლობაში კრემლი თავს იკავებდა პუბლიკის წინაშე გერასიმოვის გამოჩენისგან, ამ პოლიტიკის შეცვლა კი, სავარაუდოდ, მიუთითებს, რომ კრემლი მას წარმოაჩენს ომზე პასუხისმგებელ ერთ-ერთ ფიგურად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S