Accentnews.ge
აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმები სააკაშვილთან დაკავშირებით ბაიდენს მიმართავენ

აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმები სააკაშვილთან დაკავშირებით ბაიდენს მიმართავენ

23/12/2022 08:05:53 პოლიტიკა, საზოგადოება

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართავენ, მოითხოვოს უფლება საქართველოს მთავრობისგან რათა დროებით გადაეცეს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს განკარგულებაში მისი ჯანმრთელობის სრულად შესაფასებლად. წერილს ხელს აწერს 55 ექიმი, მათ შორის ზურაბ გურული, ვასილ ცისკარიშვილი და ნანა გეგეჭკორი.

"როგორც ქართველი ექიმები, რომლებიც ამერიკის მრავალ ჰოსპიტალში და ამბულატორიულ ცენტრში ვმუშაობთ და ამ დიდებულ ქვეყანას ჩვენს სახლს ვუწოდებთ, ძალიან შეშფოთებული ვართ რომ მიხეილ სააკაშვილი დაუმსახურებლად ავ მოპყრობას განიცდის, მიტოვებულია განსაცდელში და შესაძლებელია დაიღუპოს სწორი მკურნალობის გარეშე. ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ ძალიან შემაშფოთებელია. მას განუვითარდა მკვეთრი წონაში კლება, დაბალი წნევა, ნეიროპათია, სინკოპე და გადაადგილების უნარის პრობლემები. არის იმაზე საუბარი რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და სავარაუდოდ მოწამლეს რასაც შეეძლო გამოეწვია მისი ჯანმრთელობის შელახვა ან გაუარესება. ჩვენ ვთვლით რომ ეს და მისი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის და ვიზუალური ინფორმაციის მისი დაუკითხავად გამოქვეყნება არის ადამიანური უფლებების დარღვევა. ჩვენ გთხოვთ დაგვეხმაროთ დაუყოვნებლივ მივცეთ ბატონ სააკაშვილს მაღალი ხარისხის ობიექტური მკურნალობა რადგან იგი ძალიან ავად არის", - ნათქვამია წერილში.

ექიმები, ასევე წერენ, რომ "მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში სიკვდილის შედეგი დამღუპველი იქნება, რადგან ეს გაანადგურებს საქართველოს დემოკრატიული მომავლის იმედს და კიდევ უფრო გაათამამებს პუტინის ამბიციებს":

"როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დემოკრატიის პრეზიდენტს ჩვენ გვჯერა რომ თქვენ ხართ ის ადამიანი რომელსაც შეუძლია მას დაეხმაროს სანამ დაგვიანდება. ჩვენ მადლობას გიხდით რომ ხართ საქართველოს მოგობარი, უკრაინის მეგობარი და ბევრი იმ რეპრესირებული ქვეყნის მეგობარი რომლებიც ხედავენ თუ როგორ ანათებს დემოკრატიის შუქი მომავლისკენ მიმავალ გზას".

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. გუშინ ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც. შემდეგი განხილვა 29 დეკემბერს არის ჩანიშნული.

ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. ამავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S