Accentnews.ge
"თუ მიმდინარე ტრანზაქცია ვერ იქნება დასრულებული, განვაგრძობთ მცდელობას, მოვიპოვოთ მთავრობისა და კონსორციუმის სხვა წევრების მხარდაჭერა, რათა ვიპოვოთ შესაფერისი მყიდველი სამომავლოდ"

"თუ მიმდინარე ტრანზაქცია ვერ იქნება დასრულებული, განვაგრძობთ მცდელობას, მოვიპოვოთ მთავრობისა და კონსორციუმის სხვა წევრების მხარდაჭერა, რათა ვიპოვოთ შესაფერისი მყიდველი სამომავლოდ"

26/10/2019 05:00:39 ეკონომიკა

"კონტი ჯგუფის" საინფორმაციო ოფიცრის კოლინ ვაიბლის განცხადებით, კომპანიას ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან გასვლა არ გადაუფიქრია. 

ამის შესახებ "აქცენტს" კოლინ ვაიბლმა განუცხადა. 

"როგორც აღვნიშნეთ პრეს-რელიზში ჩვენი განზრახვა იყო და კვლავ არის ის, რომ ჩვენ გავყიდით ჩვენს წილს ანაკლიის პორტის პროექტში და გამოვალთ კონსორციუმიდან. თუ მიმდინარე ტრანზაქცია ვერ იქნება დასრულებული (როგორც ეს მოსალოდნელია) ჩვენ განვაგრძობთ მცდელობას, მოვიპოვოთ საქართველოს მთავრობისა და კონსორციუმის სხვა წევრების მხარდაჭერა, რათა ვიპოვოთ შესაფერისი მყიდველი სამომავალოდ" - განუცხადა "აქცენტს" ვაიბლმა. 

მან ასევე მოგვაწოდა პრეს-რელიზი და აღნიშნა, რომ  "განცხადებაში მათი პოზიციები და ზრახვები არის ნათელი ყველასთვის, მათ შორის საზოგადოებისთვის". 

რა წერია პრეს-რელიზში: 

"ამ წლის დასაწყისში "კონტი ინტერნეშენელმა", კონტი ჯგუფის წევრმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა პარტნიორმა მიაღწიეს შეთანხმებას, გაყიდონ საკუთარი წილი ანაკლიის პორტის პროექტში და დატოვონ კონსორციუმი. 

მიმდინარე ტრანზაქციას სჭირდება საქართველოს მთავრობის და კონსორციუმის სხვა წევრების შეთანხმება; ამ დრომდე არცერთი ეს შეთანხმება მიღწეული არ არის და მათი მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა დათქმულ ვადამდე. შედეგად, ტრანზაქციის დახურვა ვერ მოხერხდება და დახურვის დრო ოქტომბრის ბოლოს ამოიწურება. 

მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ტრანზაქციის ვალდებულება, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ვაცხადებთ, რომ "კონტის" პოზიცია უცვლელია. "კონტი" გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას. 

ამდენად, "კონტი" შეასრულებს ყველა იმ პირობას, რაც საჭიროა კონსორციუმის თანმიმდევრულად და განჭვრეტ ვადაში დატოვებისთვის. 

"კონტის" ყოველთვის სჯეროდა და დღესაც სჯერა ანაკლიის პორტის პროექტის. "კონტი" მზად არის კონსტრუქციული ურთიერთოებებისთვის კონსორციუმთან, საქართველოს მთავრობასთან და მსესხებლებთან იმ პროცესშიც, როცა ის ტოვებს კონსორციუმს და იმედს იტოვებს, რომ კონსორციუმის სხვა წევრები პროექტს უახლოეს მომავალში დაასრულებენ", - ნათქვამია "აქცენტისთვის" მოწოდებულ პრეს-რელიზში. 

კომპანიამ ამ განცხადებით უპასუხა ანაკლიის კონსორციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩებოდა. 

მოგვიანებით "კონტი ჯგუფის" აღნიშნულ განცხადებას, "ანაკლიის განვითარების" კონსორციუმშიც გამოეხმაურნენ: "კონსორციუმი კვლავ ადასტურებს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრანზაქცია, რომლითაც "კონტი ჯგუფი" უნდა  გასულიყო პროექტიდან არ განხორციელდა, შესაბამისად იგი რჩება აქციონერად. 

იმის და მიუხედავად, რომ Conti International იტოვებ პროექტიდან გასვლის სურვილს, მსგავსი ტრანაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება".

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ გადაწყვიტა ჯგუფმა ანაკლიის პროექტიდან გასვლა, კოლინ ვაიბლმა, "აქცენტს" განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ამ კითხვებზე პასუხს ვერ გასცემს.  

ანაკლიის პორტის პროექტის ერთ-ერთი აქციონერის, ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. ორგანიზაცია კონსორციუმში 42%-იან წილს ფლობს. 



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S