Accentnews.ge
ყირიმის დასავლეთში უკრაინული დროშა აღიმართა

ყირიმის დასავლეთში უკრაინული დროშა აღიმართა

23/12/2022 07:16:15 მსოფლიო

ყირიმის დასავლეთში, ჩერნომორსკის რაიონის სოფელ მეჟვოდნოეში უცნობმა პირებმა უკრაინის დროშა აღმართეს, - იუწყებიან ტელეგრამ-არხები «Крымский ветер» და «ЧП/Симферополь» და ფაქტის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას აქვეყნებენ.

პრორუსი ყირიმელი აქტივისტი ალექსანდრე ტალიპოვი მომხდარს "ცენტრალური საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციის შედეგად" მიიჩნევს და მოსახლეობას მოუწოდებს, "ბინძურ პროვოკაციას არ აჰყვეს".

მანამდე უკრაინულმა მოძრაობა "ყვითელმა ლენტამ" განაცხადა, რომ "სამოქალაქო წინააღმდეგობა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ძალებს იკრებს". აქტივისტები მოსახლეობაში პროკლამაციებს ავრცელებენ.

ცნობისთვის: ყირიმსა და სევასტოპოლში აგრძელებენ იმ პირთა დევნას, ვინც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აპროტესტებს. ნოემბერში უფლებადამცველმა ორგანიზაცია "Крым SOS"-მა განაცხადა, რომ ომის 9 თვის განმავლობაში ყირიმის რუსულმა სასამართლოებმა 200-ზე მეტი ადმინისტრაციული საქმე განიხილეს "რუსული არმიის დისკრედიტაციის" ბრალდებით. პასუხისმგებლობა 170-ზე მეტ მოქალაქეს დაეკისრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S