
პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით სიტყვა "ომი" წამოსცდა
23/12/2022 06:41:47 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით სიტყვა "ომი" წამოსცდა.
"ჩვენი მიზანი არ არის სამხედრო კონფლიქტის ეს ბორბალი დავატრიალოდ, ჩვენი მიზანი ამ ომის დასრულებაა", – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს მოსკოვში ახალგაზრდული პოლიტიკის სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე დასწრების შემდეგ.
პუტინი, რომელიც სიტყვებს ფრთხილად არჩევს, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოებულ ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.