Accentnews.ge
აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც, მათ შორის საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც, მათ შორის საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს

23/12/2022 06:22:21 პოლიტიკა

აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც, მათ შორის საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარი გამოიყოფა. კანონპროექტს მარი დაუჭირა სენატის 68 წევრმა, წინააღმდეგი 29 იყო.

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე 23,5 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. საერთო ჯამში კი, უკრაინის ომთან დაკავშირებული მუხლი, რომელიც მოიცავს სამხედროების წვრთნას, აღჭურვას, ლოჯისტიკას, სადაზვერვო მხარდაჭერას და ასევე მარაგების შევსებას, 44,9 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ბიუჯეტი სულ 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ახლა ის დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი მას ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S