
აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა ცვლილება რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივების უკრაინელი ხალხისთვის გადაცემის შესახებ
22/12/2022 19:50:15 მსოფლიო
აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა ცვლილება რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივების უკრაინელი ხალხისთვის გადაცემის შესახებ, – იუწყება CNN.
შესაბამისი შესწორების ავტორი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰამია.
ეს არის რიგით მეოთხე შესწორება აშშ-ის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტში, რომელიც ხუთშაბათს დამტკიცდება.
„ეს ცვლილება საშუალებას მისცემს იუსტიციის დეპარტამენტს, სახელმწიფო მდივნის მეშვეობით გადასცეს ოლიგარქის ან სანქციების ქვეშ მყოფი სხვა ორგანიზაციების ჩამორთმეული აქტივებიდან შემოსავლები უკრაინელ ხალხს. ეს იქნება ღვთის გზავნილი უკრაინის სულგრძელი ხალხისთვის. ეს შვება იქნება ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისთვის და ცუდი დღე – ოლიგარქებისთვის“, – განაცხადა ლინდსი გრეჰამმა.