მედია – „ვაგნერი“ იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან ყიდულობს
22/12/2022 18:55:22 მსოფლიო
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან ყიდულობს, – იუწყება „როიტერი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მისი ინფორმაციით, ასეთი გარიგება სულ მცირე ორჯერ უკვე შედგა.
„გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გააგზავნა სარაკეტო დანადგარები და რაკეტები, რომლებიც „ვაგნერის“ ძალებმა გამოიყენეს“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.
როგორც „როიტერი“ იტყობინება, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის მიწოდების შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაზვერვა სავარაუდოდ, უახლოეს ხანში ოფიციალურად დაადასტურებს. მისი ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ „ვაგნერის“ წინააღმდეგ ახალი სანქციებიც მიიღონ, რომლითაც მათ საზღვარგარეთ შეიარაღების მიწოდება შეეზღუდებათ.


