Accentnews.ge
აშშ-ის შემდეგ ზელენსკი ბრიუსელს ეწვევა

აშშ-ის შემდეგ ზელენსკი ბრიუსელს ეწვევა

22/12/2022 18:06:08 მსოფლიო

აშშ-ში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში მიიწვიეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თანახმად, უკრაინელი სტუმარი ბრიუსელში თებერვალში ჩავა.

მიშელის თქმით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება.

ზელენსკიმ, თავის ქვეყანაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, არაერთ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სხვათა შორის გერმანიაში „დიდი შვიდიანის“ სამიტსაც მიმართა, მაგრამ ეს შეხვედრები ონლაინ რეჟიმში შედგა.

აშშ-დან უკრაინაში დაბრუნებისას ზელენსკიმ პოლონეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S