Accentnews.ge
ორბანმა ევროპარლამენტის გაუქმება მოითხოვა

ორბანმა ევროპარლამენტის გაუქმება მოითხოვა

22/12/2022 17:23:47 მსოფლიო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის გაუქმება მოითხოვა. მისი თქმით, კორუფციულმა სკანდალმა აჩვენა, რომ პარლამენტის დამცავმა მექანიზმებმა პრაქტიკულად არ იმუშავა.

„თუ ჩვენ გვსურს, აღვადგინოთ საზოგადოებაში ნდობა, მაშინ დროა, გავაუქმოთ ევროპარლამენტი“, – განაცხადა ორბანმა.

სანაცვლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ევროპარლამენტის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელშიც ორბანის თქმით, ეროვნული დელეგატები იქნებიან წარმოდგენილები.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ევროპარლამენტის ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტი და კიდევ სამი პირი ქრთამის სანაცვლოდ კატარის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S