
პუტინი: "Patriot არ მუშაობს ისე, როგორც ჩვენი C-300, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით ანტიდოტს"
22/12/2022 16:55:19 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ–ის მიერ უკრაინისთვის Patriot–ს ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "მოსკოვი ყოველთვის იპოვის ანტიდოტს".
"Patriot მოძველებულია, ის არ მუშაობს ისე, როგორც ჩვენი C-300. ამბობენ, რომ Patriot თავდაცვითი იარაღია, მაგრამ ეს მათ გონებაშია და ჩვენ ყოველთვის ვიპოვით ანტიდოტს. ასე რომ, ისინი, ვინც ამას აკეთებენ, უბრალოდ კარგავენ დროს, ეს უბრალოდ აჭიანურებს კონფლიქტს”, -განაცხადა პუტინმა.
სტრატეგიული საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) აღწერილობის მიხედვით, Patriot აერთიანებს თვალთვალის და ჩართულობის ფუნქციებს ერთ ერთეულში, რაც მას გამოარჩევს საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებს შორის. მისი ცნობით, სისტემის ჩართულობა შემომავალ საჰაერო საფრთხეებთან არის თითქმის ავტონომიური. კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა არა მხოლოდ თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების, არამედ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა.
გუშინ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის თაობაზე განაცხადა. დახმარების პაკეტი 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, რომელიც, მათ შორის Patriot-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.