Accentnews.ge
გეჯაძე სააკაშვილის ადვოკატის ბრალდებებს სტრატეგიის ნაწილად განიხილავს

გეჯაძე სააკაშვილის ადვოკატის ბრალდებებს სტრატეგიის ნაწილად განიხილავს

22/12/2022 13:43:44 საზოგადოება

"დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი ვექტორის" დირექტორი, ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე საქართველოს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის მიერ სასამართლო სხდომაზე მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებას ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ადვოკატის "სტრატეგიის ნაწილია.

მან დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომუნიკაცია ადვოკატთან არაერთხელ ჰქონდა.

"ჰქონდა მანამდეც და მერეც კომუნიკაცია ჩემთან. მაძლევდა ხოლმე გარკვეულ ინფორმაციას, რამდენიმე თვის წინ ხდებოდა ეს და არა იმ მდგომარეობით, როგორც ახლაა ბატონი სააკაშვილი. ის მონაცემები და ინფორმაცია, რასაც მე მაძლევდა, მე არ მაძლევდა საშუალებას, გავყოლოდი სტრატეგიას, რომ ის არის მძიმე ავადმყოფი. იმ დროს რა ინფორმაციაც მქონდა და რა დაავადებებზეც იყო საუბარი, შალვამ იცოდა, რომ როგორც მძიმე ავადმყოფის [დაწერას] მე მხარს ვერ დავუჭერდი და უარი ვუთხარი. შალვას ჰქონდა მცდელობა, რომ იქნებ ჩემი ეგიდით ჩატარებულიყო..." - თქვა ალექსანდრე გეჯაძემ.

მისი თქმით, ადვოკატმა მის წინააღმდეგ ბრალდების გაჟღერებით შეძლო იმ პოზიციის დაცვა, რომელიც მას ჰქონდა - სასამართლოს უარი ეთქვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი ექსპერტიზის დანიშვნაზე. ალექსანდრე გეჯაძისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოება, რომ ცენტრი "ემპათია", რომელმაც ექსპერტიზა ჩაატარა, ამ პროცესს რამდენიმე თვე აგრძელებდა:

"სამი, ოთხი და ხუთი თვე ბუნებაში არ არსებობს. ექსპერტიზა უნდა დაიწყოს, გამოიკვლიონ პაციენტი, ჩაუტარდეს ყველა კვლევა და უნდა დამთავრდეს მაქსიმუმ ორ კვირაში, 20 დღეში. თუკი ეს ასე არ ხდება, უნდა დაირთოს განმარტებითი წერილი... ექსპერტიზის პროცესი თვეების განმავლობაში, 45 წლის სტაჟი მაქვს, მე არ გამიგია".

ექსპერტმა ასევე თქვა, რომ ადვოკატი მასთან საუბარში გამოხატავდა წუხილს ცენტრ "ემპათიას" დასკვნის ფორმატთან დაკავშირებითაც და არ იყო დარწმუნებული "რამდენად დაიჭერდა დოკუმენტი თავს სასამართლოზე".

"მთხოვა, რომ "ემპათიის" დასკვნა მენახა, სტილისტურად და სამართლებრივად რამდენად (არა შინაარსობრივად) რამდენად დალაგებული იყო, რომ ნაკლები კითხვები და საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონოდა მოსამართლეს... ველოდებოდი, რომ მოვიდოდა და სამართლებრივად დავულაგებდი ისე, რომ პროცესზე ნაკლები პრობლემა ჰქონოდა",– თქვა გეჯაძემ და შემაჯამებლად დასძინა: "საექსპერტო ცენტრმა, ჩემი სახით, მაშინ ამ ექსპერტიზაზე უარი უთხრა იმიტომ, რომ ის მონაცემები, რაც მაშინ გვქონდა ხელთ, არ იძლეოდა დასკვნის დადების საშუალებას, რომ ბატონი მიხეილი არის მძიმე ავადმყოფი".

***

შალვა ხაჭაპურიძემ ალექსანდრე გეჯაძის მიმართ ბრალდებები დღევანდელ, 22 დეკემბრის სხდომაზე გააჟღერა, როცა პენიტენციური სამსახური ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა.

"მე მსურდა, რომ იგი ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა მან ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა, თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რასაც ეტყვიან. ამიტომ მითხრა, შალვა, დიდი ბოდიში, წლებია, ვთანამშრომლობთ და მე არ მინდა, გავაკეთო ის, რაც გავაკეთე "ტვ პირველის" ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე - დავდე ის, რაც აწყობდა შსს-ს. აქედან გამომდინარე, ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S