Accentnews.ge
"მოსკოვი წუხს": კრემლში ზელენსკის აშშ–ში ვიზიტზე კომენტარი გააკეთეს

"მოსკოვი წუხს": კრემლში ზელენსკის აშშ–ში ვიზიტზე კომენტარი გააკეთეს

22/12/2022 13:11:29 მსოფლიო

მოსკოვს არაფერი მოუსმენია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ–ის ლიდერ ჯო ბაიდენისგან იმის შესახებ, რომ მზად არიან მოუსმინონ რუსეთის „შეშფოთებას“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

„რაც ჩვენ შეგვეხება, რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებდით ამას [ზელენსკის შეხვედრებს აშშ–ში], ყველა შემოსულ ინფორმაციას გავეცანით. ჯერ–ჯერობით მხოლოს წუხილი შეიძლება გამოვთქვათ იმ ფაქტით, რომ არც პრეზიდენ ბაიდენისგან და არც პრეზიდენტ ზელენსკისგან არ მოგვისმენია სიტყვაც კი, რომლებიც შეიძლება, აღიქმებოდეს, როგორც, ასევ ვთქვათ, რუსეთის ფედერაციის შეშფოთების მოსმენის პოტენციურ მზაობად“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინელი და ამერიკელი ლიდერების შეხვედრის დროს „არ ყოფილა რეალური მოწოდებები მშვიდობისაკენ და არ ყოფილა გაფრთხილებები დონბასში საცხოვრებელი შენობების ბარბაროსული დაბომბვის შესახებ“.

კრემლის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტმა დაადასტურა, რომ „ვაშინგტონი აგრძელებს რუსეთთან დე ფაქტო და ირიბად ბრძოლას უკანასკნელ უკრაინელამდე“ და დასავლური იარაღის მიწოდება „კონფლიქტის მოგვარებას არ უწყობს ხელს, არამედ მხოლოდ. ახანგრძლივებს უკრაინელი ხალხის ტანჯვას“.

პესკოვმა ასევე თქვა, რომ „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები გახდება რუსეთის „ლეგიტიმური სამიზნე“, როდესაც ისინი შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინაში მიწოდებული იარაღის დიაპაზონის გაფართოება „ხელს ვერ შეუშლის რუსეთის ფედერაციას ომის მიზნების მიღწევაში“.

ზელენსკი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად გაემგზავრა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 21 დეკემბერს ზელენსკი გამოუცხადებელი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა.

იმავე დღეს ვლადიმერ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა აშშ-ის კონგრესს, მანამდე კი თეთრ სახლში მოლაპარაკება გამართა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. ამავე დღეს გამოცხადდა უკრაინისთვის 1,85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. ვაშინგტონი პირველად აწვდის უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალებს. საერთო ჯამში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 21,2 მილიარდი დოლარი გამოუყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S