Accentnews.ge
რა თქვა ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

რა თქვა ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

22/12/2022 11:19:23 საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მახასიათებლები შელახულია, არის მოუვლელი, აქვს დემენციის სიმპტომები, – ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა ერიკ-დევიდ გოლდსმიტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილს აქვს მეხსიერების დაკარგვის მძიმე პრობლემები. ისევე, როგორც დემენციის ყველა პაციენტს, მასაც კარგად ახსოვს მისი წარსული, მისი ბავშვობა, ახალგაზრდობა, კარიერა, მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მას საშინელი მეხსიერება აქვს. უფრო სპეციფიკურად, მას პრობლემა აქვს ახალი ინფორმაციის შესწავლის. მანამდე, მას ჰქონდა მახვილი გონება, სწრაფი აზროვნების უნარი, მაგრამ ახლა, მისი აზროვნება შენელებულია, ხანდახან დაბნეულია.

მისი ფიზიკური გარეგნობა შელახულია, მოუვლელია... ესენი დემენციის სიმპტომებია. ის, ასევე სუსტადაა, უჭირს სკამიდან წამოდგომა, სიარული, წონაში იკლებს"

ეწიმის თქმით, სააკაშვილის დემენცია სწრაფად პროგრესირებადი და არასპეციფიური დემენციის კატეგორიაში შედის. ამ კუთხით, მან მძიმე მეტალებით შესაძლო მოწამვლაზე და ამის დემენციასთან კავშირზე დასმულ კითხვაზე თქვა: "ის ექსპოზიცია, რომელიც მოხდა ვერცხლისწყალთან და დარიშხანთან, ის დაზიანება რაც იქნა გამოწვეული, ვეძახით შეძენილ დემენციას. ეს არის ზედმეტად განსხვავებული ტიპური ალცჰაიმერის დაავადებისგან".

ექიმმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა:

"როცა ის ხედავს ციხის თანამშრომლებს, მას უახლდება ტრავმული მოგონებები. მას აქვს მაღალი დონის სტრესი და შფოთვა. ზოგიერთი კოგნიტური პრობლემა აიხსნება პოსტ ტრავმული აშლილობით, მაგალითად მას უჭირს გაიხსენოს მისი ტრავმატული ეპიზოდები, რაც ძალიან ხშირია მსგავსი აშლილობის პაციენტებში".

ექიმმა გამორიცხა, რომ მიხეილ პაციენტი სიმულირებდეს და საკუთარი პოზიცია მის მიერვე ჩატარებული ტესტებით ახსნა;

"ტესტებით დგინდება ის თავისი მდგომარეობის გაზვიადებას ახდენს თუ სიმულირებს. მიხეილ სააკაშვილმა მრავალმა ექსპერტმა გამოიკვლია და ყველა ერთი და იმავე დასკვნამდე მივედით - რომ მას აქვს მეხსიერების დაქვეითება".

გოლდსმიტმა სასამართლოს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოიყვანონ ციხიდან, რადგან მისი ყოველი შემდეგი დღე მისთვის ნიშნავს ამ ტრავმებთან შეხებას, ახდენს პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესს.

"ის უნდა გადაიყვანონ შესაბამისი კვალიფიკაციის კლინიკაში, დასავლეთში, რათა მოხდეს მისი სხვა თანმხლები დაავადებების შეფასება და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა", - თქვა ექიმმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S