Accentnews.ge
ხაჭაპურიძე: "გეჯაძემ მითხრა, რომ ლაშქარავას საქმეზე დადო დასკვნა, რომელიც შსს-ს აწყობდა"

ხაჭაპურიძე: "გეჯაძემ მითხრა, რომ ლაშქარავას საქმეზე დადო დასკვნა, რომელიც შსს-ს აწყობდა"

22/12/2022 10:12:24 პოლიტიკა, საზოგადოება

საქალაქო სასამართლოში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიუროს მიერ სამი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა დააყენა. პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობებს დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

სხდომაზე შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება „ექსპერტიზის დანიშვნას სამხარაულთან, რომლის ხელმძღვანელი, დამნიშნავი და გამათავისუფლებელი 24-საათიან რეჟიმში სააკაშვილის დამამცირებელ, აბუჩად ამგდებ განცხადებებს აკეთებს“.

მან ასევე ისაუბრა ალექსანდრე გეჯაძეზე. მისი თქმით, იგი არაერთხელ შეხვდა გეჯაძეს და სურდა ამ საქმეში მისი ჩართვა, თუმცა გეჯაძისგან უარი მიიღო. ხაჭაპურიძის თქმით, გეჯაძემ განუცხადა, რომ თუ მას შსს დაურეკავდა, დადებდა იმ დასკვნას, „რაზეც დაურეკავდნენ“ .

"ვატყობ, მათი მოწმეებად მოყვანა მომიწევს – მაგალითად, ადვოკატი ილია ლომიას, ბატონი ზურაბ ვანიშვილის და რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით მან ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას, მაგრამ თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რაზეც დაურეკავენ. ამიტომ მითხრა: „შალვა, დიდი ბოდიში, მე შენ პატივს გცემ. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ და მე არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე, როცა დავდე ის დასკვნა, რომელიც აწყობდა შსს-ს. აქედან გამომდინარე, ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია. დარწმუნებული ვარ, ბატონი გეჯაძე დაადასტურებს, თორემ ჩვენ გაგვაჩნია ფარული ჩანაწერი, როდესაც გეჯაძე ჩავწერე, როცა ის ამას მელაპარაკებოდა. მაშინ მოგვიწევს დღეს ტელევიზიით მოვისმინოთ, რა თქვა გეჯაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით. მან მას ზედმეტსახელად შეარქვა „ჩიტი“ – ტელეფონზე დამირეკა, და „რა გინდოდა ამ ჩიტის საქმეშიო”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძემ ასევე ისაუბრა ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილზეც. როგორც მან აღნიშნა, ნიკოლეიშვილმა ალტერნატიულ ექსპერტიზაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, ვინაიდან ნიკოლეიშვილი სააკაშვილს პირად მტრად მიიჩნევს.

მოგვიანებით, გეჯაძის კომენტარი მედიაცენტრმა მთავარმა გაავრცელა.

"არ მომისმენია, არ ვიცი, რაზეა საუბარი. არ ვიცი, რა ჩანაწერი გააკეთა და საერთოდ რაზე ისაუბრა სასამართლოზე. მოვუსმენ, გავეცნობი და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს”, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S