რუსეთში ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვს“ ცეცხლი გაუჩნდა
22/12/2022 09:43:39 მსოფლიო
რუსეთში, მურმანსკში, ავიამზიდ კრეისერს „ადმირალ კუზნეცოვს“, რომლის შეკეთებაც მიმდინარეობდა, ცეცხლი გაუჩნდა,– იუწყება რუსული სახელმწიფო მედიარესურსი გემთმშენებლობის კომპანიის ხელმძღვანელ ალექსეი რახმანოვზე დაყრდნობით.
კრეისერი „ზვიოზდოჩკას“ სარემონტო ქარხანაში იდგა.
რახმანოვი ირწმუნება, რომ რემონტის დროს „მცირე ხანძარი“ გაჩნდა, რასაც ზიანი და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მისი თქმით, გემის სახანძრო სისტემამ იმუშავა და ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.
სხვა ცნობები ამჟამად არ ვრცელდება.


