Accentnews.ge
როგოზინის გარდა,  დონბასში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "მთავრობის" მეთაურიც დაჭრეს

როგოზინის გარდა, დონბასში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "მთავრობის" მეთაურიც დაჭრეს

22/12/2022 09:04:42 მსოფლიო

რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის, „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის დმიტრი როგოზინის გარდა ქალაქ დონეცკში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისას "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე ვიტალი ხოცენკოც დაიჭრა, – იუწყება რუსული მედია.

მისი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დაცხრილეს დონეცკის გარეუბანში მდებარე სასტუმრო, სადაც როგოზინთან ერთად სამხედრო მრჩევლები იმყოფებოდნენ. სხვა წყაროების თანახმად, დაიცხრილა რესტორანი, სადაც 21 დეკემბერს როგოზინი დაბადების დღეს აღნიშნავდა.

მედიის ინფორმაციით, დაჭრილი დმიტრი როგოზინი საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უკრაინის ქალაქი დონეცკი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

2022 წლის ნოემბერში, დმიტრი როგოზინმა რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ შექმნა სასწავლო ცენტრი და სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი „სამეფო მგლები“, რომლის მიზანია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო ქვედანაყოფების დახმარება. ცენტრის ემბლემაზე შავ ფონზე გამოსახულია თეთრი მგელი ოქროსფერი გვირგვინით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S