მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებაზეა დამოკიდებული – ბაიდენი

22-12-2022 11:19:16 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევაზეა დამოკიდებული.

„უკრაინას ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა სჭირდება. მას შეუძლია ამ წარმატების მიღწევა ჩვენი და მოკავშირეების დახმარებით. მთავარია, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც რუსებთან ისაუბრებს, ამაში წარმატებას მიაღწიოს. ეს ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ.

ბაიდენი ვერ ხედავს უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას და თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პლანეტას არ უნახავს დიდ ევროპულ ქვეყანაში მასსთაბური შეჭრა.

„არასდროს მინახავს, რომ ნატო და ევროკავშირი ასე ერთიანი ყოფილიყო სხვა საკითხში. მე აქ ცვლილებებს ვერ ვხედავ... არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ პუტინი შეცვლის თავის ქმედებებს, თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევს, თუ სხვა ქვეყნები წინააღმდეგობას არ გაუწევენ. პუტინს ნატოს დასუსტება სურდა, მაგრამ გააძლიერა ალიანსი. მას სურდა ევროპის გაყოფა, მაგრამ სინამდვილეში ის გაერთიანდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა და ზელენსკიმ ორმხრივი შეხვედრა გამართეს, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საგარეო ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები