
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ერთვება (LIVE)
22/12/2022 07:16:20 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ერთვება ყოფილი პრეზიდენტი.
თვალი ადევნეთ პირდაპირ ეთერსს სასამართლო სხდომიდან:
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემენ ექსპერტები. მათ შორის, სასამართლოში იმყოფება ამერიკელი ექსპერტიც - ერიკ დევიდ გოლდ სმიტი, რომელმაც სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედგენაში მონაწილეობა მიიღო.
სხდომას ესწრებიან სააკაშვილის მშობლები და მხარდამჭერები.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე მსჯელობს.