Accentnews.ge
უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ცნობილი ადგილები ჩააბნელეს

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ცნობილი ადგილები ჩააბნელეს

22/12/2022 07:09:15 მსოფლიო

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად წუხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აქცია An Hour For Ukraine (საათი უკრაინისთვის) გაიმართა.

დროებით ჩაბნელდა 60-ზე მეტი ცნობილი ადგილი და შენობა, მათ შორის რომის კოლიზეუმი, სიდნეის ოპერა, ლონდონის საკონცერტო დარბაზი ალბერტ-ჰოლი, ტორონტოს ტელეანძა, პარიზის მერია, მთავარი საშობაო ნაძვის ხე ნიუ-იორკში, შოტლანდიის პარლამენტის შენობა ედინბურგში და ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის შენობები ბრიუსელში.

სოლიდარობის სიმბოლური აქცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებით ჩატარდა, უკრაინის სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის 1000 გენერატორის შეძენის კამპანიის ნაწილი იყო.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა უმწვავეს ენერგოკრიზისშიც აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რუსეთმა დაიწყო მიზანმიმართული, მასირებული სარაკეტო დარტყმები უკრაინის ენერგოობიექტებზე. კრიზისის დასაძლევად უკრაინას ფინანსებით და ტექნიკური საშუალებებით ეხმარებიან პარტნიორი ქვეყნები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S