„საათი უკრაინისთვის“: მხარდაჭერის ნიშნად მთელ მსოფლიოში ჩააქრობენ შუქს ან სადღესასწაულო განათებას
21/12/2022 20:31:09 მსოფლიო
21 დეკემბერს მსოფლიოს მასშტაბით ქალაქებში ჩააქრობენ შუქს ან საახალწლო სადღესასწაულო განათებას. აქცია „საათი უკრაინისთვის“ უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერის სიმბოლო გახდება, - ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე დაწერა.
პოლიტიკოსის თქმით, ის ასევე უერთდება აქციას უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურის რუსული დაბომბვის ფონზე.
„რუსეთის ბარბაროსული და უკანონო შეჭრით უკრაინაში მილიონობით უკრაინელი დატოვა ელექტროენერგიის, წყლის და აუცილებელი ნივთების გარეშე. მე მხარს ვუჭერ „საათს უკრაინისთვის“ დღეს, 20:00 საათზე მათდამი სოლიდარობის ნიშნად. გამარჯვება უკრაინას!“ - განაცხადა მან.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ თქვა, რომ „21 დეკემბერი არის წლის ყველაზე გრძელი ღამე, მაგრამ ეს ასევე ბნელი ძალების დამარცხების დღეა, რადგან ხვალ იქნება მეტი სინათლე":
„სიმბოლურია, რომ ზუსტად დღეს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ჩაქრება სადღესასწაულო განათება ან სინათლე. ამგვარად, მთელი მსოფლიო სოლიდარობას გამოუცხადებს უკრაინელ ხალხს, რომელიც იტანჯება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რუსული დაბომბვის გამო“.
აქციას „საათი უკრაინისთვის“ ბორის ჯონსონის გარდა მხარი დაუჭირა ევროპის საბჭომ, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თინი კოქსმა.


