Accentnews.ge
ბაიდენი – ზელენსკის: "პატივია თქვენს გვერდით ყოფნა"

ბაიდენი – ზელენსკის: "პატივია თქვენს გვერდით ყოფნა"

21/12/2022 20:19:14 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, აშშ-ის კანონმდებლებს და ზოგადად, ქვეყნის მოქალაქეებს თეთრ სახლში ვიზიტისას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში უკრაინაში რუსეთი შეიჭრა.

შეხვედრის დაწყებამდე მათ მედიის თანდასწრებით ისაუბრეს.

"პატივია თქვენს გვერდით ყოფნა",– უთხრა ბაიდენმა ზელენსკის და თქვა ისიც, რომ უკრაინელები "მსოფლიოს შთააგონებენ".

ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი "ცდილობს ზამთარი იარაღად გამოიყენოს" მიმდინარე ომში. ასევე განაცხადა, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა ზელენსკის ჟურნალ Time-ის მიერ ახლახანს "წლის ადამიანად" დასახელება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს "მხარდაჭერისთვის და ლიდერობისთვის".

ზელენსკის თქმით, მას აშშ-ში ჩასვლა უფრო ადრე სურდა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ომი არ დასრულებულა", და რომ მისი ქვეყანა, რუსეთთან ბრძოლაში, ბევრი გამოწვევის წინაშეა.

ზელენსკიმ ბაიდენს ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცის, აშშ–ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული HIMARS-ის დანაყოფების კაპიტანის მიერ მიღებული ჯილდო, „ღირსების ჯვარი“ გადასცა, რომელსაც წინა დღეს ბახმუტში შეხვდა: სწორედ დონეცკის ოლქის ამ ქალაქში მიმდინარეობს რუსეთთან ყველაზე სასტიკი ბრძოლები. ზელენსკის თქმით, როდესაც მას სურდა ჯილდოს გადაცემა ერთ-ერთი სამხედროსთვის (პრეზიდენტმა გვარი არ დაასახელა, მაგრამ დაასახელა - პავლო), მან სთხოვა, რომ ჯილდო მისთვის კი არა, ბაიდენისთვის გადაეცათ მადლიერების ნიშნად იმ დახმარებისთვის, რომელიც აშშ-მ უკრაინას გაუწია რუსეთთან ომში. ზელენსკი სამხედროებს ამის გაკეთებას დაჰპირდა.

„ის ძალიან მამაცი კაპიტანია. მან თქვა, რომ თქევენ მამაცი პრეზიდენტი ხართ და რომ თქვენმა დახმარებამ ბევრი ძმა გადაურჩინა“,– უთხრა ზელენსკიმ ბაიდენ მედლის გადაცემისას.

ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით. ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის პრეზიდენტი შემდეგ შესაძლოა, გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც ჩავიდეს.

ზელენსკის ვაშინგტონში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით გამოუყოფს 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას, რაც მოიცავს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემასაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S