Accentnews.ge
ბრიტანეთში, სატვირთო მანქანაში 39 ცხედრის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავეს

ბრიტანეთში, სატვირთო მანქანაში 39 ცხედრის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავეს

25/10/2019 14:00:17 სხვა, მსოფლიო

ბრიტანეთში, ესექსში, სატვირთო მანქანაში 39 ცხედრის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავეს.  დაკავებულია 38 წლის ტომას მაჰერი და მისი მეუღლე ასევე 38 წლის ჯოანა მაჰერი. 

ჯოანა მაჰერის სახელზეა რეგისტრირებული სატვირთო, რომელშიც ცხედრები აღmოაჩინეს. სამართალდამცველების თქმით, სატვირთო ქვეყანაში ბელგიიდან შემოვიდა.

ესექსის პოლიციის ინფორმაციით, 39 გარდაცვლილიდან 31 მამაკაცია,  8 კი – ქალი. მისივე ცნობით, დაღუპულები ჩინელები არიან. „მათი გარდაცვალების მიზეზი დგინდება. რამდენი დრო  დაგვჭირდება ცხედრების ინდეტიფიცირებისთვის ჯერ–ჯერობით ვერ გეტყვით. უცნობია, როდის განათავსეს ცხედრები სატვირთოში“, – აცხადებენ პოლიციაში.

ესექსში, სატვირთო მანქანაში 39 ადამიანის ცხედარი 23 ოქტომბერს აღმოაჩინეს. იმავე დღეს პოლიციამ სატვირთოს 25 წლის მძღოლი მკვლელობაში ეჭვმიტანილის ბრალდებით დააკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S