ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა
21/12/2022 18:35:39 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავით - ამ ცნობას "ასოშიეიტედ პრესს" აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა.
„დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტს და კონგრესს საჭირო მხარდაჭერისთვის. და ასევე გავაგრძელოთ თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვების დასაახლოებლად. მე გავმართავ მოლაპარაკებების სერიას უკრაინის სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკი 21 დეკემბერს შეხვედრას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან. ზელენსკი შემდეგ აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით. კონგრესი ემზადება კენჭისყრისთვის მასშტაბურ ხარჯებზე, რომლებიც მოიცავს უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას.
ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში უკრაინაში რუსეთი შეიჭრა.


