Accentnews.ge
ნავალნი მის კოლონიაში პრიგოჟინის მისვლის შესახებ იუწყება

ნავალნი მის კოლონიაში პრიგოჟინის მისვლის შესახებ იუწყება

21/12/2022 17:08:48 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მის კოლონიაში უკრაინაში საომრად მსჯავრდებულთა გადაბირების მიზნით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამუძნებელი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა. საუბარია ვლადიმირის ოლქის #6 კოლონიაზე, სადაც ნავალნი ამჟამად იხდის სასჯელს.

ნავალნი „თვითმხილველზე“ დაყრდნობით ყვება, რომ მსჯავრდებულები შეკრიბეს მოედანზე, სადაც მათ პრიგოჟინმა მიმართა. კერძოდ, უთხრა, რომ წარსულში თავადაც იჯდა ციხეში, მოუწოდა, გახდნენ თავდამსხმელები და ნახევარ წელიწადში გათავისუფლდებიან. მათ მოსაფიქრებლად ხუთი წუთი მისცა. ამის შემდეგ, ნავალნის თქმით, 90-მდე პირმა გამოთქვა ომში წასვლის მზაობა.

"საზოგადოების 100%-მა უკვე იცის, რომ არ არსებობს არანაირი კანონი, არანაირი სასამართლო, არანაირი წესები. თითების გატკაცუნებით, ზუსტად ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მკვლელებს და მძარცველებს, რომლებსაც უზარმაზარი ვადები აქვთ მისჯილი, ათავისუფლებს არა სასამართლო, და არც თავად პუტინი, არამედ მელოტი კაცუნა, რომელიც ზონებში ჩადის ამბებით იმაზე, როგორ ტკეპნიდა 10 წელი [იხდიდა სასჯელს]" - აღნიშნავს ნავალნი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S