Accentnews.ge
პუტინმა საკუთარი გენერლებისგან NATO–ს მსგავსად ბრძოლის სწავლა მოითხოვა

პუტინმა საკუთარი გენერლებისგან NATO–ს მსგავსად ბრძოლის სწავლა მოითხოვა

21/12/2022 16:50:06 მსოფლიო

თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა უნდა შეისწავლონ ნატოს ქვეყნების გამოცდილება და ტაქტიკა და ჩართონ ის რუსული ჯარის წვრთნების პროგრამაში, – განაცხადა 21 დეკემბერს კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინის თქმით, "ნატოს საშუალებებს" უკრაინის არმია აქტიურად იყენებს, ამიტომ, მის შესახებ "ცნობილია".

„თქვენ ეს ყველაფერი გაქვთ და გულდასმით უნდა იყოს გაანალიზებული, გამოყენებული ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებაში ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“, - განაცხადა პუტინმა.

უკრაინასთან საომრად გადასროლილმა რუსულმა არმიამ, რომელმაც, დასავლური მონაცემებით, დაკარგა 100 000–მდე ადამიანი მოკლულისა და დაჭრილის სახით, პუტინის თქმით, მიიღო "უზარმაზარი საბრძოლო გამოცდილება".

„თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ამოცანაა, ფრთხილად გაანალიზოს, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს გამოცდილების სისტემატიზაცია პერსონალის მომზადების პროგრამებსა და გეგმებში, ზოგადად, ჯარების მომზადება და მისთვის საჭირო აღჭურვილობით მიწოდება“, - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებს ამჟამად არ აქვს დაფინანსების კუთხით შეზღუდვები და დასძინა, რომ ამას ყურადღება უნდა მიაქციონ სერგეი შოიგუმ (თავდაცვის მინისტრი), ვალერი გერასიმოვმა (გენშტაბის უფროსი) და შეიარაღებული ძალების "ყველა მეთაურმა“.

„ქვეყანა, მთავრობა იძლევა ყველაფერს, რასაც ჯარი ითხოვს.

იმედი მაქვს, პასუხი სათანადოდ იქნება ჩამოყალიბებული და შესაბამისი შედეგები იქნება მიღწეული“, - იმედოვნებს კრემლის ლიდერი. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი გაიზარდა 4,7 ტრილიონ რუბლამდე დაგეგმილი 3,5 ტრილიონიდან.

2023 წელს რუსეთის თავდაცვის ხარჯები გაიზრდება კიდევ 300 მილიარდი რუბლით – 5 ტრილიონამდე. ამდენად, ორ წელიწადში რუსეთის ბიუჯეტიდან 10 ტრილიონი რუბლი დაიხარჯება „სამხედრო მანქანაზე“, რაც 7-ჯერ აღემატება ქვეყნის ჯანდაცვისთვის გამოყოფილ ფინანსებს (1,4 ტრილიონი რუბლი), 20-ჯერ საბინაო და კომუნალური მომსახურების სისტემის წლიური დაფინანსებას (0,5 ტრილიონი რუბლი).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S