Accentnews.ge
ამერიკელი ექიმი:  „პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასების შემდეგ დავადგინეთ, რომ ძალიან მძიმე, ქრონიკულ მდგომარეობასთან გვაქს საქმე“

ამერიკელი ექიმი:  „პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასების შემდეგ დავადგინეთ, რომ ძალიან მძიმე, ქრონიკულ მდგომარეობასთან გვაქს საქმე“

21/12/2022 15:16:33 საზოგადოება

ამერიკელმა ფსქიატრტმა ერიკ გოლსმიტმა, რომელიც ხვალ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასამართლოში დაიკითხება, დღეს, 21 დეკემბერს მედიასთან ისაუბრა.

„პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასების შემდეგ დავადგინეთ, რომ ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს, ქრონიკულ მდგომარეობასთან გვაქს საქმე. ეს ეხება პიტიეზდის ძალიან რთულ შემხვევას, რომელიც დადგა იმ მოპყრობიდან გამომდინარე, რაც მას მიაყენეს ციხის სისტემაში და ამ სისტემაში ყოფნისას დაავადება პროგრესირებს“,– თქვა ექიმმა.

მისივე თქმით, „ასევე რთულ, პროგრესირებად, აუხსნელ დემენციურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე“, რომელიც გამოწვეულია მძიმე მეტალებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინეს.

"მე ვიცი სამედიცინო დასკვნებით, რომ საქმე გვაქვს მოწამვლასთან. აღმოჩენილი იქნა მძიმე მეტალები მისი ფრჩხილისა და თმის ნიმუშებში. მას სჭირდება დამატებითი კვლევები და საჭიროა, რომ გაუშვან ციხის სისტემიდან და მოათავსონ ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნება ექსპერტიზა და სპეციალობა ტოქსიკური აგენტების აღმოჩენისა და მართვის, ასევე გამოიკვლევენ, რა პოტენციური ტოქსიკური ელემენტები შეიძლება იყოს ორგანიზმში. ის უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში, შესაბამისი მკურნალობისთვის, მისი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული", - თქვა გოლტდსმიტმა.

ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, რომლის დასკვნაც საქმის მასალებში დევს და საუბრობს მძიმე მეტალების აღმოჩენაზე, ასევე დაიკითხება პროცესზე.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S