Accentnews.ge
კადიროვის ნათესავს წამებაში ადანაშაულებენ, ტარდება შემოწმება (ვიდეო)

კადიროვის ნათესავს წამებაში ადანაშაულებენ, ტარდება შემოწმება (ვიდეო)

25/10/2019 13:47:29 სხვა, მსოფლიო

პოლიცია შემოწმებას ატარებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის ნათესავის, დედაქალაქ გროზნოს ყოფილი მერის ისლამ კადიროვის მიმართ. ამის მიზეზად იქცა სოცქსელებში გავრცელებული 8–საათიანი ვიდეო, რომელიც ამ უკანასკნელის მხრიდან დაკავებული ადგილობრივი მაცხოვრებლების მიმართ არაადამიანურ მიპყრობას ასახავს.   

ვიდეორგოლზე, რომელიც ერთ–ერთმა ტელეარხმაც გადასცა, კადიროვის მიერ მოქალაქეების მიმართ სიკვდილის მუქარის, ელექტროშოკის გამოყენების, სხვა ფიზიკური ზემოქმედების ფაქტებია ასახული.


მედიასაშუალების ცნობით, ეს ვიდეომასალა 2012–2015 წელს ეკუთვნის და ყოფილი მერის პრეს–სამსახურის თანამშრომლის მიერაა გადაღებული.

რამზან კადიროვის მხრიდან მომხდარს კომენტარი უკვე მოჰყვა, მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისლამ კადიროვი გროზნოს კეთილმოწყობისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, თუმცა დაუშვებელ მეთოდებს იყენებდა, რის გამოც თავის დროზე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ირკვევა, რომ ხსენებული ვიდეორგოლის ტელევიზიით ტრანსლიტრებაც პირადად რამზან კადიროვთან იყო შეთანხმებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S