Accentnews.ge
უძრავ ქონებაზე, მათ შორის საქართველოში  რუსების მოთხოვნა იზრდება – მედია

უძრავ ქონებაზე, მათ შორის საქართველოში რუსების მოთხოვნა იზრდება – მედია

21/12/2022 14:25:43 საზოგადოება

რუსული „კომერსანტის“ ცნობით, „გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვამ“, შემდეგ კი სექტემბერში გამოცხადებულმა „ნაწილობრივმა სამხედრო მობილიზაციამ“ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის საქართველოში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა.

როგორც გამოცემა უძრავი ქონების სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, მსგავსი მოთხოვნა წელიწადში 2.3-ჯერაა გაზრდილი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები უძრავ ქონებას ძირითადად, „გადასახლებისთვის“ ყიდულობენ.

ძირითადად რუსეთის მოქალაქეები ინტერესდებიან იმ ქვეყნებით, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ მოგზაურობა და დიდი ხნით დარჩენა: თურქეთი, ემირატები, საქართველო, მონტენეგრო, ტაილანდი და ბულგარეთი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპული ქვეყნები ნაკლებად ხელმისაწვდომია რუსებისთვის თანხის ტრანსფერის განხორციელების სირთულეებისა და „რუსული პასპორტების ტოქსიკურობის გამო“, თუმცა მათ, ვისაც უკვე აქვს რომელიმე ევროპული ქვეყნის პასპორტი, პრობლემები არ ექმნებათ.

იხილეთ ასევე: კორუფციული ცხოვრების წესი, ეკონომიკური ექსპანსია, ორგანიზებული ჯგუფები: რის შესახებ აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S