Accentnews.ge
დმიტრი მედვედევი პეკინში სი ძინპინს შეხვდა

დმიტრი მედვედევი პეკინში სი ძინპინს შეხვდა

21/12/2022 14:12:51 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი მედვედევი დაუანონსებელი ვიზიტით ეწვია პეკინს და ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო მედვედევმა ტელეგრამ– არხზე გამოაქვეყნა.

მედვედევი ამბობს, რომ მან და სი ძინპინმა განიხილეს ორი ქვეყნის "ულიმიტო" სტრატეგიული პარტნიორობა და უკრაინის საკითხი. სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

"ჩვენ ვიმსჯელეთ თანამშრომლობაზე ჩინეთისა და რუსეთის მმართველ პარტიებს შორის ... ორმხრივ თანამშრომლობაზე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, მათ შორის ეკონომიკის და ინდუსტრიული მრეწველობის [სფეროებში]. განვიხილეთ საერთაშორისო საკითხებიც - მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინაში კონფლიქტი", - ამბობს მედვედევი და დასძენს, რომ "მოლაპარაკება სასარგებლო იყო".

მას შემდეგ, რაც თებერვალში უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთს დასავლეთის სანქციები დაუწესდა, მოსკოვმა კიდევ უფრო გააძლიერა პეკინთან თანამშრომლობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S