უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი: "პუტინს განსასჯელის სკამი ჰააგაში, ან ბუნკერში სამარცხვინო სიკვდილი ელოდება"
21/12/2022 13:01:06 მსოფლიო
უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილი მალიუკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ან მის ერთ-ერთ ბუნკერში სამარცხვინო სიკვდილი ელოდება.
„ეს არის ბუნკერის ბაბუა. მას ორი ვარიანტი აქვს: ან განსასჯელის სკამი ჰააგაში, ან ნაძრახი სიკვდილი სადმე ალთაის ბუნკერში“, - აცხადებს ვასილი მალიუკი.
მისი თქმით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით, უკვე ჩამოაყალიბა მტკიცებულებების „უნიკალური კოლექცია“ მომავალი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებისთვის.


