მედია: აშშ რუსეთის "აგრესორ სახელმწიფოდ" გამოსაცხადებლად ემზადება
21/12/2022 12:27:37 მსოფლიო
აშშ რუსეთის "აგრესორ სახელმწიფოდ" გამოსაცხადებლად ემზადება, - იუწყება "The Hill".
როგორც ამერიკული გამოცემა განმარტავს, ეს ალტერნატივაა ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსისა.
"აგრესორ ქვეყნად აქამდე არც ერთი სახელმწიფო არ ყოფილა გამოცხადებული. რუსეთის ახალი სტატუსი თეთრ სახლს კრემლის ჩინოსნების სანქცირების კუთხით კიდევ უფრო მეტად გაუხსნის ხელს" - წერს "The Hill".


