Accentnews.ge
ბელარუსმა საზღვრისპირა რეგიონები ჩაკეტა, შეინიშნება უკრაინის მიმართულებით რუსული ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადაადგილება

ბელარუსმა საზღვრისპირა რეგიონები ჩაკეტა, შეინიშნება უკრაინის მიმართულებით რუსული ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადაადგილება

21/12/2022 12:12:11 მსოფლიო

ბელარუსის ხელისუფლებამ გომელის ოლქის უკრაინის მოსაზღვრე ზოლში სამოქალაქო პირთა ყოფნა აკრძალა. ქვეყნის მინისტრთა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება დღეიდან შევიდა ძალაში.

ხსენებული ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრება უკრაინის კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებს, საიდანაც რუსეთის ჯარი 24 თებერვალს კიევსა და ჩერნიგოვს უტევდა.

ამავდროულად, დაიწყო რუსული სამხედრო ტექნიკის ბელარუსის სამხრეთში გადასროლა. «ფიქსირდება ტანკების, სატვირთო ავტომობილებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გადაადგილება ბელარუსული პოლიგონებიდან (ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალური რეგიონები) სამხრეთში - უკრაინის საზღვრისაკენ», – იუწყება ადგილობრივი გამოცემა «Беларускі Гаюн».

ბელარუსში შეიარაღებული ძალების გააქტიურება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მინსკში ვიზიტს მოჰყვა. მასთან ერთად 19 დეკემბერს პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი ესწრებოდნენ.

«სადღეისოდ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე რაიმე კრიტიკული გადაწყვეტილებები მიღებული არ ყოფილა. ეს უბრალოდ მორიგი "ცეკვა" იყო პუტინისა და ლუკაშენკოს შესრულებით. პუტინი აგრძელებს მცდელობებს, აიძულოს ლუკაშენკო, რუსულ ჯარს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, რის შედეგადაც რესპუბლიკის სამხედრო ინფრასტრუქტურის რიგი ობიექტები უკვე ფაქტობრივად რუსეთის კონტროლქვეშაა. უახლოეს ხანებში, რამდენადაც ცნობილია, პუტინისა და ლუკაშენკოს კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი. თუმცა კიევი ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა" - განაცხადა ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვენელმა დმიტრო კულებამ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ კი გასულ კვირას "The Economist"-თან ინტერვიუში რუსეთის მიერ ახალი შეტევის მზადების შესახებ განაცხადა. «რუსეთი 200 000-მდე ახალ მებრძოლს ამზადებს. ეჭვი არ მეპარება, რომ კიევზე ახალი შეტევის განხორციელებას ეცდებიან სამი სავარაუდო მიმართულებიდან ერთ-ერთზე: აღმოსავლეთში - დონბასიდან, სამხრეთიდან, ან ბელარუსიდან" - აღნიშნა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S