Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრა

21/12/2022 10:59:24 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S