Accentnews.ge
ბირჟაზე რუსული ნავთობის ფასი 53 დოლარამდე შემცირდა

ბირჟაზე რუსული ნავთობის ფასი 53 დოლარამდე შემცირდა

21/12/2022 10:53:51 მსოფლიო

ბოლო 24 საათში საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსული "ურალის" ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ერთი ბარელის ფასი 53 დოლარია, "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 79დოლარია, ხოლო WTI–ს ბარელზე – 76 დოლარი.

რუსული ნავთობის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია "დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოების მიერ ფასის 60-დოლარიანი ლიმიტის დაწესებასთან და 5 დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საზღვაო გზით გადაზიდვად ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან.

ოფიციალური კრემლი ფასის ლიმიტის დამწესებელ სახელმწიფოებს ნავთობის მიწოდების შეწყვეტითაც ემუქრება, თუმცა ამ მუქარის აღსრულებას ბირჟაზე რეალური გავლენა ვერ ექნება, რადგან "დიდი შვიდეულის" წევრ ქვეყნებს ისედაც შეწყვეტილი აქვთ "ურალის" ტიპის ნავთობის იმპორტი.

დასავლური ბაზრების დაკარგვის შემდეგ რუსეთს ძირითად სავაჭრო პარტნიორებად ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი რჩებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S